logo
ENG



ტიკარაძემ რობოტი პეპერი ივნისში ასისტენტად წარადგინა, დღეს სიმბოლოს უწოდებს

24 ნოე 202013:50
3 წუთის საკითხავი
 
რობოტ პეპერს ტელემედიცინის სიმბოლოს უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე დღეს ტიკარაძე რობოტ პეპერს ტელემედიცინის სიმბოლოს უწოდებს. 

მისი თქმით, მთავრობა არასდროს გულისხმობდა იმას, რომ პეპერს საქართველოს რომელიმე კლინიკაში ვიხილავდით. 

"პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ პეპერი არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში ჩვენ ონლაინ კლინიკის ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიყენებთ. ეს არ გულისხმობდა იმას, რომ რობოტ პეპერს თქვენ საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი პეპერის სიმბოლო, როგორც ტელემედიცინის, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში", - თქვა ტიკარაძემ. 

თუმცა, 2020 წლის ივნისში ჯანდაცვის მინისტრმა რობოტი პეპერის წარდგენისას თქვა, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ასისტენტის სახით ინტენსიური მოვლის განყოფილებებში და ქართველ ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მმართველმა გუნდმა ვრცელი პიარკამპანია აწარმოა რობოტი პეპერის როლზე კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. 


close დახურვა